თსსუ-ში კერატოკონუსის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

თსსუ-ში კერატოკონუსის საერთაშორისო დღე კონფერენციით აღნიშნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ოფთალმოლოგებისა და რეზიდენტებისთვის გაიმართა კონფერენცია – „კერატოკონუსი - დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კორექცია“.

კონფერენციას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ დვალი ხელმძღვანელობდა. დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტებმა: პროფესორმა ვინჩენცო სარნიკოლამ (იტალია), პროფესორმა ქრისტინა ნიკულამ (რუმინეთი) და პროფესორმა ანდრეი ზალატარევკიმ (რუსეთი).

როგორც პროფესორმა დვალმა აღნიშნა, დაავადება ვითარდება ახალგაზრდა ასაკში და პროცენტულად გავრცელებულია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამიტომ, საქართველოსთვის საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მისი განცხადებით, საქართველოს უკვე 15-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც კერატოკონუსის დიაგნოსტიკაში, ასევე მის სკრინინგსა და მკურნალობაში. კონფერენციის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა