ტელეკომპანია BBC-მ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ფილმი მოამზადა

ტელეკომპანია BBC-მ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ფილმი მოამზადა. ფილმში ერთ-ერთი რესპონდენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში კლინიკური ცდები არ ტარდება.

„ჩვენ აქ არ ვმკურნალობთ პაციენტებს. ჩვენ აქ არ ვატარებთ ამ პრეპარატის კლინიკურ ცდებს, ვინაიდან ეს პრეპარატი უკვე ცნობილი პრეპარატია. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მაღალი დონის კვლევითი დაწესებულებაა და არანაირი კავშირი არ აქვს ბიოლოგიურ შეიარაღებასთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

BBC-ის ფილმში რესპონდენტებს შორის იყო ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბეთ რუდი. მისი თქმით, „რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები სრული ნონსენსია“.

„ეს დეზინფორმაციის ნაწილია. რუსეთი ამ დეზინფორმაციას იმიტომ ავრცელებს, რომ ყურადღება გადაიტანოს თავისი ცუდი საქციელისგან“, - განაცხადა მან.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აღნიშნავს, რომ იმის გასაგებად თუ რეალურად რა ხდება ლაბორატორიაში, საჭიროა მისი არა მონახულება, არამედ ინსპექტირება.

„ლაბორატორიის, როგორც მუზეუმის მონახულება ჩვენ არ გვაინტერესებს“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

თუმცა, BBC-სთან ინტერვიუში იგორ გიორგაძე აღიარებს, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ აქვს.

„რაც თქვენ ჩემს საიტზე წაიკითხეთ , ეს იმ ხალხის დასკვნაა, ვინც ამ საკითხს აანალიზებდა. მე ეს არ გამიხმოვანებია. მე არ მაქვს მტკიცებულებები და სურვილიც არ მაქვს რამე დავამტკიცო“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა