თბილისის 150-ე სკოლაში რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ახალი სასწავლო საპილოტე მოდელი წარმატებით დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში სააზროვნო უნარების განვითარებაზე დაფუძნებულ ახალი მოდელის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში საპილოტე რეჟიმში წარმატებით მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“ I-IV კლასების ყველა მოსწავლე და პედაგოგია ჩართული, რომლებიც სასწავლო პროცესის დაგეგმვა-გაუმჯობესებაზე სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. მეორე სემესტრიდან პროექტი საქართველოს მასშტაბით 50 სკოლაში დაინერგება, ხოლო 2023 წლამდე საქართველოს ყველა საჯარო სკოლას დაფარავს.

ხაზგასასმელია, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია და მისიას პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით შეაიარაღებს.

პროექტის ფარგლებში, სამინისტროს ექსპერტები პედაგოგებთან იმ ძირითადი მიმართულებებით მუშაობენ, როგორიცაა მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შემუშავება და დანერგვა; ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა. სკოლებში დაინერგება ასევე ცნებების პედაგოგიკა, რაც მოსწავლეებში აღმოჩენისა და ძიების ინტერესს გააძლიერებს.

მოსწავლეთა გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით საკუთარი გამოცდილებით შეიძენენ ცოდნას მათთვის უცნობ სფეროებში. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ციფრული ტექნოლოგიები, როგორც სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, ასევე წარმართვაში. კონსტრუქციულ გარემოში მოსწავლეთა ცოდნა-გამოცდილებაზე დაფუძნებული აქტიური კვლევა-ძიებითი, შემეცნებითი პროცესების წარმოება ხელს შეუწყობს ცოდნის გააზრებულად კონსტრუირებას და დარგობრივი ცნებების აზროვნების ინსტრუმენტებად გარდაქმნას. მსგავსი მიდგომები კი სწავლა-სწავლების ხარისხის გააუმჯობესებს, რაც სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა