შალვა ხუციშვილი - სამაშველო ღონისძიებისას ყველაფერი კეთდება, რომ ორი ადამიანის პოვნა მოხდეს - შენობის შიგნით მუშაობა საფრთხის  შემცველია

სამაშველო ღონისძიება გადამწყვეტ ფაზაშია და იმედია მალე დასრულდება,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომელიც ზემო ფონიჭალაში იმყოფება.

"სამაშველო ღონისძიება არის გადამწყვეტ ფაზაში და იმედია მალე დასრულდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ორი ადამიანის გადარჩენა და პოვნა მოხდეს. მერიის სამსახურებთან ერთად ვმუშაობთ. მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. საფრთხის შემცველია შენობის შიგნით მუშაობა. რთული მდგომარეობაა",- განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე 30-მდე მაშველი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: "განწირული ხმა მესმოდა, ეხლაც შოკში ვარ" - ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი, დაშავებულები, ევაკუირებული და აფეთქებას გადარჩენილი ადგილობრივები ფონიჭალაში

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს