გუგა ქაშიბაძე - აფეთქების შედეგად დაშავებულებს დამწვარი აქვთ ხელის მტევნები, სახე, გულმკერდი,  ქვემო კიდურები - სამივე დამწვრობითი შოკის მდგომარეობაშია

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ პაციენტებს სასუნთქი გზების დამწვრობაც აღენიშნებათ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განაცხადებით, ერთი ოჯახის დაშავებული სამივე წევრი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გააგრძელებენ.

„სამივე დაშავებულს აღენიშნება სხვადასხვა მიდამოს თერმული დაზიანება. მათ დამწვარი აქვთ ხელის მტევნები, სახეები, გულმკერდი, ქვემო კიდურები. სამივე მათგანი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება. სამივე მათგანს აღენიშნება თერმულ-ინგალაციური დაზიანება და გარე ტრავმები", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

დამწვრობის ცენტრში პაციენტები დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ და პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოინახულეს.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს