სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თემაზე ევროპის საბჭო კვლევას წარადგენს

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ევროპის საბჭო წარადგენს კვლევას „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპის საბჭოდან აცნობეს, ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს, რომლებიც ჩატარდა 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში. კვლევაში წარმოდგენილია საზოგადოების აღქმისა და ინფორმირებულობის შეფასება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების მასშტაბები ქართულ საზოგადოებაში და მათი გავლენა კონკრეტულ ჯგუფებზე; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობა; დარღვეული უფლებების აღმდგენი მექანიზმები და მათი ეფექტურობა; აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა აქტორის მუშაობა.

ევროპის საბჭოს ცნობით, სხვა მიგნებებთან ერთად, კვლევის შედეგები აჩვენებს თუ რამდენი ადამიანი ფიქრობს, რომ მრავალფეროვნება პოზიტიური მოვლენაა ქვეყნისთვის, რამდენი ადამიანი იცნობს კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელი ჯგუფის მიმართ გამოიყენება სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად და რომელი ჯგუფის წარმომადგენლები ხდებიან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლები საქართველოში და ასე შემდეგ.

მათი ინფორმაციით, პრეზენტაციას დაესწრებიან მთავრობის, პარლამენტის, საელჩოების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ევროპის საბჭოს ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა CRRC საქართველოს მიერ პროექტისთვის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.“

პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ ხორციელდება. პროექტი ოფიციალურად 2018 წლის ივნისში დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის დეკემბრამდე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის