სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ემილ ხოფერიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 03.30 საათზე, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 1993 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია.

თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვა.

ემილ ხოფერია 2015 წლიდან იხდიდა სასჯელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს