თბილისის მერის მოადგილე - ვიდრე ყველა რისკი თავიდან აცილებული არ იქნება, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შევუშვებთ

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვიდრე ყველა რისკი თავიდან აცილებული არ იქნება, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებლებს არ შეუშვებენ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სპეციალისტები ადგილზე მუშაობს დაასრულებენ, კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები დაიწყება.

„მინდა, მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილების ოჯახის მიმართ. გუშინ დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება ადგილზე არსებულ მდგომარეობას, იქ მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები. მუშაობენ როგორც შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები, რათა დაზიანების ხარისხი და შენობის ტექნიკური მდგომარეობა დროულად დადგინდეს. შემთხვევის შემდეგ ადგილზე ყველა კორპუსისთვის კომუნიკაციის შეწყვეტა მოხდა, მაგრამ დღის ბოლოს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილი იყო. დღეს უკვე იქ იმყოფებიან კომპანია GWP-ის წარმომადგენლები წყალმამომარგება უახლოეს პერიოდში აღუდგებათ. ასევე, დაზარალებული ოჯახები გამგეობამ გუშინვე გადაიყვანა სასტუმროებში. შესაბამისად, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, დედაქალაქის მერია თავის თავზე იღებს ამ კორპუსის რეაბილიტაციის შესაბამის ხარჯებს. როგორც კი დასრულდება შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები, ჩვენ მზად ვართ, რომ იქ აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, ეს უახლოეს პერიოდში მოხდება“, - განაცხდა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, გუშინ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ისე თბილისის მერიის ლაბორატორიის სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს სწავლობენ.

მისივე თქმით, როგორც კი ექსპერტიზის დასკვნა მზად იქნება, აღდგენით სამუშაოებს დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაიღუპა დედა-შვილი, რომელთა ცხედრები ჭიათურაში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია