რომან კაკულია „შავ სიაში“ მყოფების დავალიანების განულებაზე - ეს იმის ნათელი დასტურია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორად იქნა დანახული

ეს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დასტური, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორად იქნა დანახული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ პრემიერ- მინისტრის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელვანი შეკითხვა, რაც ბოლო პერიოდში ისმოდა, იყო, თუ რას ნიშნავდა, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობისგან გზავნილი მიიღო. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დასტური, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორად იქნა დანახული. ამ გადაწყვეტილების შედეგი, ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის შედარებით გაამარტივებს მომავალში ცხოვრებას და ისინი თეთრი ფურცლიდან დაიწყებენ თავიანთ ბიზნეს საქმიანობას", - განაცხადა რომან კაკულიამ.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები გაუნულდება.

„საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტიტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს