Green Energy-ს ხელმძღვანელი - მზის სადგურების მიმართ ინტერესი მზარდია

მწვანე ენერგიის გამოყენება, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პარალელურად საქართველოშიც პოპულარული ხდება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა მზის პანელებსა და ამ გზით გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად სუფთა და ჯანსაღია. რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუ მზის სადგურების დამონტაჟება გვსურს, როგორია სფეროს აწმყო და მომავალი და რატომ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება ენერგიის კონკრეტულად ამ წყაროზე. აღნიშნულ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ მწვანე ენერგიის კუთხით მომუშავე ლიდერი კომპანიის Green Energy-ს ხელმძღვანელსა და დამფუძნებელს დავით შვანგირაძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს და რამდენად მოთხოვნადია მზის პანელების დამონტაჟება საქართველოში. როგორია თქვენი გამოცდილება?

- მომხმარებელს ვთავაზობთ ყველანაირ სერვისს, დაწყებული თვითონ მზის სადგურების დაპროექტებით, მონტაჟითა და შემდგომ მონიტორინგით. პლუს ამას ჩვენ მომხმარებელს, რომელიც დღეს აშენებს ნებისმიერი დანიშნულების შენობას, ვეხმარებით რჩევებით, ნახაზებითა და ინფორმაციით, რაც უნდა გაითვალისწინოს და დაამონტაჟოს, რათა სიტყვაზე 2-3 წლის შემდეგაც რომ მოინდომოს მზის სადგურის აშენება, უკვე გამზადებული ჰქონდეს საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ მათ მზის სადგური თავად პროექტის შედგენისას გაითვალისწინონ, რადგან რეალურად რომ ვთქვათ, მზის სადგურებია ელექტროენერგიის გამომუშავების მომავალი.

ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით, რაც ელექტროენერგიის ტარიფები იზრდება და ეს შეუქცევადი პროცესია. ყველაზე მოთხოვნადი დღეს თბილისში არის 5-დან 10 კილოვატამდე სიმძლავრის მზის სადგური, რაც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის სრულიად საკმარისია. ბოლო 5 თვის განმავლობაში 14 სადგური დავამონტაჟეთ, რომლის საერთო სიმძლავრე 200 კილოვატზე მეტია, რაც ჯამურად გამოდის 280 ათასი კილოვატ/საათი ელექტროენერგია წელიწადში - სწორედ ამდენი უნდა გამოიმუშავონ ამ მზის სადგურებმა ჯამურად. ამ პროექტებს შორის გამოვყოფდი 32 კვტ. სიმძლავრის კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრს (კლინიკა), მზის ენერგიაზე მომუშავე ამიერკავკასიაში პირველ სასტუმროს, სადაც 27კვტ. სიმძლავრის მზის სადგურია დამონტაჟებული, თელავში მდებარე ბიზნესცენტრს, სადაც 45 კვტ. სიმძლავრის მზის სადგური განვათავსეთ და გუდაურში მდებარე სასტუმროს, რომელიც ასევე სრულად მომარაგდება მზის ენერგიით.

ახლაც საკმაოდ საინტერესო პროექტს ვაკეთებთ. დღესდღეობით მიმდინარეობს ამის დაპროექტება. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იქნება პირველი მსგავსი პროექტი თბილისის მასშტაბით. Green Eneregy-ს ხელშეწყობით, მთლიანი საცხოვრებელი კორპუსი იქნება მზის სადგურის შედეგად გამომუშავებული ენერგიით მომარაგებული. კორპუსი თბილისში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას არის განთავსებული. საინტერესო ის არის, რომ საცხოვრებელი ფართის ღირებულებაში იქნება გათვალისწინებული მისი წილი მზის სადგურიც და უნდა ითქვას, რომ ამის გამო ფართის ღირებულება არ მოიმატებს ანუ ადამიანი, რომელიც აღნიშნულ შენობაში ფართს შეიძენს, საჩუქრად მიიღებს თავის წილ ელექტროსადგურს და გამოდის, რომ ბინას ყიდულობ ელექტროენერგიის კუთხით უფასო კომუნალურით. ეს იქნება საკმაოდ ინოვაციური პროექტი ჩვენს ბაზარზე და დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა დეველოპერებიც აიტაცებენ ამ იდეას. ეკონომიკურადაც მომგებიანია, რადგან არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს. უბრალოდ, ნებაა საჭირო.

- რა ჯდება მზის სადგურის დამონტაჟება და რაზეა დამოკიდებული ფასის ცვალებადობა ?

- ფასს რაც შეეხება, 1 კილოვატი სიმძლავრის სადგურის დამონტაჟება მერყეობს 900-დან 1200 დოლარამდე. გააჩნია, რა სირთულისაა სამუშაო პროცესი.

იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე წელიწადში გვაქვს 1320-დან 1440 მზიან საათამდე, ჩვენი 1-კილოვატიანი მზის სადგური წელიწადში, საშუალოდ, 1350 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც სრულიად საკმარისია პატარა ოჯახისთვის. თვეში ოჯახს ექნება, დაახლოებით, 100 -110 კილოვატ/საათი ელექტროენერგია. აქვე უნდა ითქვას, რომ საშუალოდ, ელექტროენერგიის დღევანდელი ტარიფიდან გამომდინარე და ისევ პროექტის სირთულის გათვალისწინებით, სადგურის დამონტაჟებაზე გაწეული ხარჯის უკუგება 7-დან 9 წლის პერიოდში ხდება.

- რამდენი ხანია, რაც თქვენი კომპანია აქტიურად ოპერირებს და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში კონკრეტულად ამ საქმის წამოწყება, რომელიც ვიცით, რომ შეიძლება, დიდ ფინანსურ მოგებასთან სულაც არ იყოს დაკავშირებული?

- რეალურად კომპანიამ აქტიური ფუნქციონირება დაიწყო 2018 წელს, თუმცა Green energy დაარსებულია 2017 წლის დასაწყისში. საერთოდ, ამ სფეროში ვმუშაობ 2011 წლიდან, მაგრამ არა საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ატივობები საქართველოშიც წამომეწყო.

ეს კომპანია ბიზნეს სტრუქტურულად არ ჩამოყალიბებულა, თვითონ მზის ენერგიის გამოყენების კულტურის შექმნისთვის ჩამოვაყალიბეთ. სერიოზულად ვართ დაინტერესებულები, რომ საქართველოში ეს სფერო განვითარდეს, თუმცა ფინანსური კუთხით დღეს საქართველოში ეს ბიზნესი არც ისე მომგებიანია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ წარმატებული შეიძლება იყოს. ეს არის ენთუზიაზმზე აწყობილი ბიზნესი. ჩვენ ვეძებთ ახალ კადრებს ვზრდით ახალ კადრებს, რადგან ვიცი, რომ ხვალ ეს, როგორც ბიზნესი, იმუშავებს და შეიძლება ითქვას, რომ ამისთვის ვემზადები და ინვესტიციას ვახორციელებ ტვინში.

- რას იტყვით მზის პანელების ეკოლოგიურ გავლენაზე, რატომ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება ენერგიის მოპოვების კონკრეტულად ამ გზაზე?

- ამ გზით არ ვაზიანებთ ეკოლოგიას და ვუფრთხილდებით მას. მზის ენერგია არის ერთ-ერთი უსუფთავესი ენერგია. ამასთანავე, მზის პანელები არ საჭიროებს ტყეების გაჩეხვას და ამგვარად ჩვენს მომავალ თაობას სუფთა ჰაერს ვუტოვებთ და ვიცავთ ისეთი დაავადებების განვითარებისგან, როგორიც მაგალითად, სიმსივნეა.

სხვათა შორის, გაგიმხელთ, რომ უახლოეს მომავალში შიდა ქართლში მძლავრი მზის ელექტროსადგურის აშენებასავ ვგეგმავთ.

(R)

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

Green Energy-ს ხელმძღვანელი - მზის სადგურების მიმართ ინტერესი მზარდია

მწვანე ენერგიის გამოყენება, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პარალელურად საქართველოშიც პოპულარული ხდება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა მზის პანელებსა და ამ გზით გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, რომელიც ეკოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად სუფთა და ჯანსაღია. რა უნდა გავითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუ მზის სადგურების დამონტაჟება გვსურს, როგორია სფეროს აწმყო და მომავალი და რატომ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება ენერგიის კონკრეტულად ამ წყაროზე. აღნიშნულ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ მწვანე ენერგიის კუთხით მომუშავე ლიდერი კომპანიის Green Energy-ს ხელმძღვანელსა და დამფუძნებელს დავით შვანგირაძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს და რამდენად მოთხოვნადია მზის პანელების დამონტაჟება საქართველოში. როგორია თქვენი გამოცდილება?

- მომხმარებელს ვთავაზობთ ყველანაირ სერვისს, დაწყებული თვითონ მზის სადგურების დაპროექტებით, მონტაჟითა და შემდგომ მონიტორინგით. პლუს ამას ჩვენ მომხმარებელს, რომელიც დღეს აშენებს ნებისმიერი დანიშნულების შენობას, ვეხმარებით რჩევებით, ნახაზებითა და ინფორმაციით, რაც უნდა გაითვალისწინოს და დაამონტაჟოს, რათა სიტყვაზე 2-3 წლის შემდეგაც რომ მოინდომოს მზის სადგურის აშენება, უკვე გამზადებული ჰქონდეს საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ მათ მზის სადგური თავად პროექტის შედგენისას გაითვალისწინონ, რადგან რეალურად რომ ვთქვათ, მზის სადგურებია ელექტროენერგიის გამომუშავების მომავალი.

ინტერესი ძალიან დიდია, განსაკუთრებით, რაც ელექტროენერგიის ტარიფები იზრდება და ეს შეუქცევადი პროცესია. ყველაზე მოთხოვნადი დღეს თბილისში არის 5-დან 10 კილოვატამდე სიმძლავრის მზის სადგური, რაც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის სრულიად საკმარისია. ბოლო 5 თვის განმავლობაში 14 სადგური დავამონტაჟეთ, რომლის საერთო სიმძლავრე 200 კილოვატზე მეტია, რაც ჯამურად გამოდის 280 ათასი კილოვატ/საათი ელექტროენერგია წელიწადში - სწორედ ამდენი უნდა გამოიმუშავონ ამ მზის სადგურებმა ჯამურად. ამ პროექტებს შორის გამოვყოფდი 32 კვტ. სიმძლავრის კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრს (კლინიკა), მზის ენერგიაზე მომუშავე ამიერკავკასიაში პირველ სასტუმროს, სადაც 27კვტ. სიმძლავრის მზის სადგურია დამონტაჟებული, თელავში მდებარე ბიზნესცენტრს, სადაც 45 კვტ. სიმძლავრის მზის სადგური განვათავსეთ და გუდაურში მდებარე სასტუმროს, რომელიც ასევე სრულად მომარაგდება მზის ენერგიით.

ახლაც საკმაოდ საინტერესო პროექტს ვაკეთებთ. დღესდღეობით მიმდინარეობს ამის დაპროექტება. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს იქნება პირველი მსგავსი პროექტი თბილისის მასშტაბით. Green Eneregy-ს ხელშეწყობით, მთლიანი საცხოვრებელი კორპუსი იქნება მზის სადგურის შედეგად გამომუშავებული ენერგიით მომარაგებული. კორპუსი თბილისში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას არის განთავსებული. საინტერესო ის არის, რომ საცხოვრებელი ფართის ღირებულებაში იქნება გათვალისწინებული მისი წილი მზის სადგურიც და უნდა ითქვას, რომ ამის გამო ფართის ღირებულება არ მოიმატებს ანუ ადამიანი, რომელიც აღნიშნულ შენობაში ფართს შეიძენს, საჩუქრად მიიღებს თავის წილ ელექტროსადგურს და გამოდის, რომ ბინას ყიდულობ ელექტროენერგიის კუთხით უფასო კომუნალურით. ეს იქნება საკმაოდ ინოვაციური პროექტი ჩვენს ბაზარზე და დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა დეველოპერებიც აიტაცებენ ამ იდეას. ეკონომიკურადაც მომგებიანია, რადგან არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს. უბრალოდ, ნებაა საჭირო.

- რა ჯდება მზის სადგურის დამონტაჟება და რაზეა დამოკიდებული ფასის ცვალებადობა ?

- ფასს რაც შეეხება, 1 კილოვატი სიმძლავრის სადგურის დამონტაჟება მერყეობს 900-დან 1200 დოლარამდე. გააჩნია, რა სირთულისაა სამუშაო პროცესი.

იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე წელიწადში გვაქვს 1320-დან 1440 მზიან საათამდე, ჩვენი 1-კილოვატიანი მზის სადგური წელიწადში, საშუალოდ, 1350 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც სრულიად საკმარისია პატარა ოჯახისთვის. თვეში ოჯახს ექნება, დაახლოებით, 100 -110 კილოვატ/საათი ელექტროენერგია. აქვე უნდა ითქვას, რომ საშუალოდ, ელექტროენერგიის დღევანდელი ტარიფიდან გამომდინარე და ისევ პროექტის სირთულის გათვალისწინებით, სადგურის დამონტაჟებაზე გაწეული ხარჯის უკუგება 7-დან 9 წლის პერიოდში ხდება.

- რამდენი ხანია, რაც თქვენი კომპანია აქტიურად ოპერირებს და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში კონკრეტულად ამ საქმის წამოწყება, რომელიც ვიცით, რომ შეიძლება, დიდ ფინანსურ მოგებასთან სულაც არ იყოს დაკავშირებული?

- რეალურად კომპანიამ აქტიური ფუნქციონირება დაიწყო 2018 წელს, თუმცა Green energy დაარსებულია 2017 წლის დასაწყისში. საერთოდ, ამ სფეროში ვმუშაობ 2011 წლიდან, მაგრამ არა საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ატივობები საქართველოშიც წამომეწყო.

ეს კომპანია ბიზნეს სტრუქტურულად არ ჩამოყალიბებულა, თვითონ მზის ენერგიის გამოყენების კულტურის შექმნისთვის ჩამოვაყალიბეთ. სერიოზულად ვართ დაინტერესებულები, რომ საქართველოში ეს სფერო განვითარდეს, თუმცა ფინანსური კუთხით დღეს საქართველოში ეს ბიზნესი არც ისე მომგებიანია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ წარმატებული შეიძლება იყოს. ეს არის ენთუზიაზმზე აწყობილი ბიზნესი. ჩვენ ვეძებთ ახალ კადრებს ვზრდით ახალ კადრებს, რადგან ვიცი, რომ ხვალ ეს, როგორც ბიზნესი, იმუშავებს და შეიძლება ითქვას, რომ ამისთვის ვემზადები და ინვესტიციას ვახორციელებ ტვინში.

- რას იტყვით მზის პანელების ეკოლოგიურ გავლენაზე, რატომ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება ენერგიის მოპოვების კონკრეტულად ამ გზაზე?

- ამ გზით არ ვაზიანებთ ეკოლოგიას და ვუფრთხილდებით მას. მზის ენერგია არის ერთ-ერთი უსუფთავესი ენერგია. ამასთანავე, მზის პანელები არ საჭიროებს ტყეების გაჩეხვას და ამგვარად ჩვენს მომავალ თაობას სუფთა ჰაერს ვუტოვებთ და ვიცავთ ისეთი დაავადებების განვითარებისგან, როგორიც მაგალითად, სიმსივნეა.

სხვათა შორის, გაგიმხელთ, რომ უახლოეს მომავალში შიდა ქართლში მძლავრი მზის ელექტროსადგურის აშენებასავ ვგეგმავთ.

(R)

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის