თბილისში, ერთ-ერთ მოედანს პროფესორ ილია აბულაძის სახელი მიენიჭა

თბილისში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმდებარედ არსებულ მოედანს ცნობილი მეცნიერ-ფილოლოგის, ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებლის, ილია აბულაძის სახელი მიენიჭა.

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, მოედანი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ გახსნეს.

„ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საკრებულოს მოგვმართა თხოვნით, რომ თბილისის ერთ-ერთი უსახელო მოედნისთვის პროფესორ ილია აბულაძის სახელი მიგვენიჭებინა. ჩვენ დავაკმაყოფილეთ მათი თხოვნა. მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ იმ საქმეში, რომელიც დარჩება ისტორიას და ქალაქს. სიმბოლურია ადგილი, სადაც გაიხსნა ილია აბულაძის მოედანი,“- განაცხადა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ილია აბულაძე საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი და ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი იყო, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას