ქუთაისში ხმის მიცემა მშვიდად მიმდინარეობს

ქუთაისში ყველა უბანი დროულად გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქში განუცხადეს.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე რაიმე პროცედურულ დარღვევას ადგილი არ აქვს და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქში სულ 124 უბანია, აქედან ერთი სპეცუბანი.
ქალაქში სულ 156 281 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

























