საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბათუმში ამ დროისათვის დარღვევები არ ფიქსირდება

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ბათუმში ამ დროისათვის დარღვევები არ ფიქსირდება

ბათუმში საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისათვის დარღვევები არ ფიქსირდება. ციალა შავაძის განმარტებით, ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა 143 ათას 925 შეადგენს.

ბათუმში 103 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან ერთი სპეცუბანი სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაშია. ციალა შავაძის ინფორმაციით, ბათუმში გადასატან ყუთზე 1405 ამომრჩეველია რეგისტრირებული.