ბაღდათის 52-ე საარჩევნო ოლქის მე-12 უბანზე ინციდენტი მოხდა

ბაღდათის 52-ე საარჩევნო ოლქის მე-12 უბანზე ინციდენტი მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციის „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორია“ დამკვირვებელი გიგა გელხვიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი მისი საქმიანობა გახდა.
„ინციდენტის მიზეზი ვარ მე, ჩემი აქ ყოფნა არ მოსწონთ „ქართული ოცნების“ წევრებს. მას შემდეგ, რაც მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე, უბანი დავტოვე, ჩემთან მოულოდნელად მმართველი პარტიის კოორდინატორი და შტაბის ხელმძღვანელი მოვიდა, რომელმაც მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შედეგ დავრეკე საპატრულო პოლიციაში, რის გამოც ეს ქალბატონი გაბრაზდა და თმებში მწვდა“, – განაცხადა გიგა გელხვიძემ. მისი თქმით, ამ დროითვის ინცინდენტი ამოწურულია.

























