საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - გარდაბნის 21-ე საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

გარდაბნის #21-ე საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთი საჩივარია შესული, ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისათვის 6% შეადგინა.
როგორ გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ბერუაშვილმა განაცხადა, საჩივარი საია-მ დაწერა.
„არჩევნები ზოგადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის საოლქოში შემოტანილი საჩივარი გადასატანი ყუთის სიას ეხება. საია-ს წარმომადგენლის საჩივარში აღნიშნულია, რომ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის სახელი და გვარები დილით შეჰქონდათ. 63-ივე საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს", - განაცხადა ნოდარ ბერუაშვილმა.

























