საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

ქალაქის მერი, რუსთავის #1 საარჩევნო უბანში, ოჯახის წევრებთან და შვილებთან ერთად მივიდა. როგორც ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მან ხმა მისცა, მშვიდობას და ევროპულ გამოცდილებას.

„მე ხმა მივეცი მშვიდობას, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და რა თქმა უნდა ევროპულ გამოცდილებას. მინდა მოვუწოდო ჩემს ყველა თანამოქალაქეს, რომ დააფიქსირონ საკუთარი აზრი, მოვიდნენ არჩევნებზე, რადგან ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ქვეყნისთვის და ქვეყნის წარმატებისთვის“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.