რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქებში 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა

რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქებში 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა

რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქებში 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ხათუნა გოშაძემ განუცხადა, 12:00 საათის მონაცემებით, რუსთავში საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, ამომჩეველთა საერთო რაოდენობის 20,14% მივიდა.

ამომრჩეველთა 17,47%-იანი აქტივობა დაფიქსრდა გარდაბნის საარჩევნო ოლქში.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ გარდაბნის #21-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ბერუაშვილმა განუცხადა, ამ დროისათვის საოლქო კომისიაში 4 საჩივარი შევიდა. საარჩევნო პროცესი კი ამ დრომდე მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევევბის გარეშე მიმდინარეობს.