12:00 საათის მონაცემებით, ბათუმში 27 733 მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

12:00 საათის მონაცემებით, ბათუმში 27 733 მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის ინფორმაციით, ბათუმში, 12:00 საათის მონაცემებით, 27 733 მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 19,27%-ს შეადგენს. რაც შეეხება საჩივრებს, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სამი საჩივარია შესული.

ბათუმში რამდენიმე უბანზე რიგები დაფიქსირდა, ამომრჩეველთა განსაკუთრებული აქტივობა მე-13 უბანზე შეინიშნება.