მარნეულში, N 1 საარჩევნო უბნისა და პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების დამატებითი რაზმი შეიყვანეს

მარნეულში, N 1 საარჩევნო უბნისა და პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების დამატებითი რაზმი შეიყვანეს.
აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ და კვლავ აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში, პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავთა მობილიზება რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად მობილიზებულია სპეცტექნიკაც, მათ შორის, ორი ე.წ. კობრა.

























