ქუთაისის მერი - ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ არჩევანს

ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საკუთარი არჩევანის ქუთაისის მე-15 საარჩევნო უბანზე დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
ჭიღვარიას განცხადებით, ქუთაისში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
„დღეს ხმა მივეცი საქართველოს სიმშვიდეს, სიძლიერეს და ერთიანობას. ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ეს არის არჩევანი, რომელიც უკვე გააკეთა ჩვენმა ქვეყანამ და არ ვაპირებთ უკან დახევას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ერთიანობა“, - განაცხადა ჭიღვარიამ.

























