ქუთაისში „ნაცმოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ქუთაისში „ნაცმოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო თვალავაძე „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ქუთაისში 101-ე უბანზე მან აღმოაჩინა კოორდინატორები სიით, მათ სია წაართვა, რის გამოც სცემეს.

„უბანზე შევნიშნე კოორდინატორი სიით, ვიკითხე რა ხდებოდა, მაგრამ უკმაყოფილოებმა გამლანძღეს, ამიტომ გამოვტაცე სია და გავიქეცი. გამომეკიდნენ და გარეთ მყოფმა სამმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. მერე გამოვარდა ერთი ქალი და განაცხადა, რომ 100 ლარი გავიტაცე, რის გამოც გამოვიძახე პატრული. მათი მოსვლის შემდეგ ეს ადამიანები დაიმალნენ და ახლა ვეძებ, სად არიან და რატომ დამაბრალეს თანხის მოპარვა", - განაცხადა ნინო თვალავაძემ.

ინციდენტში მონაწილე ადამიანები ამ დროისთვის ადგილზე არ არიან. უბანზე მყოფების თქმით, ისინი ინციდენტს გაერიდნენ, მას შემდეგ რაც სია და თანხა დაიბრუნეს.