17:00 საათის მონაცემებით, ბათუმში აქტივობამ 47,37 % შეადგინა

17:00 საათის მონაცემებით, ბათუმში აქტივობამ 47,37 % შეადგინა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ბათუმში 68 101-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც 47, 37 პროცენტს შეადგენს.

მისივე თქმით, ამ დროისათვის ბათუმში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ბათუმში 103 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 143 925 ამომრჩევლია რეგისტრირებული.