ბაჩუკი ქარდავა - ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიის ნაწილი დაიკარგა, ადგილი აქვს არჩევნების ტოტალურად გაყალბების ფაქტს

ბაჩუკი ქარდავა - ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიის ნაწილი დაიკარგა, ადგილი აქვს არჩევნების ტოტალურად გაყალბების ფაქტს

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიის ნაწილი დაიკარგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ბაჩუკი ქარდავამ განუცხადა, რომელიც უბანზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, უბანზე განმარტეს, რომ არჩევნები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს და "სია სადღაც დაიკარგა".

ქარდავას თქმით, ადგილი აქვს არჩევნების ტოტალურად გაყალბების ფაქტს.

ამ დროისთვის, საარჩევნო უბანი კარები დაკეტილია, შიგნით კი ხმაური ისმის.

კომისიის თავმჯდომარეს ამ დროისთვის კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. ჟურნალისტებმა უბანში შესვლა შეძლეს, თუმცა რატომ დაიკარგა სია და დაიწყო თუ არა გამოძიება ფაქტზე, კომისიის წევრებს არ განუმარტავთ.

"პოლიციის უფროსის მოადგილის მოთხოვნით კომისიის თავმჯდომარემ ოქმი შეადგინა,დავემორჩილე კანონს და დავტოვე უბანი.უბანზე უპრეცედენტო დარღვევა დაფიქსირდა. დაიკარგა სიის ერთი ნაწილი.მოვიდა ამომრჩეველი და მას ხმის მიცემის უფლება არ მისცეს.ეს ადამიანი ამ დაკარგულ სიაში აღმოჩნდა".განაცხადა ქარდავამ.