საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, - ასე აფასებს მარნეულში, ზემო სარალში 57-ე საარჩევნო უბანიდან გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსის მოადგილის, გივი ქველაძის გაძევებას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრე გიორგაძე.
"აღნიშნულმა პიროვნებამ ამომრჩეველს შეუშალა ხელი, გააფრთხილეს, ხელს ნუ შეგვიშლიო, განმარტებას არ დაემორჩილა და გამოაძევეს. საპატრულო პოლიცია კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა, რადგან ეს ადამიანი არ გადიოდა. მე თვითონ გამოვიყვანე ოლქის წევრი და მასთან ერთად დამკვირვებელიც", - აცხადებს გიორგაძე.

























