მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მისივე განმარტებით, პოლიტიკური არჩევანი სულ 52 100-მა მოქალაქემ დააფიქსირა.
„ყველა უბანზე დასრულდა კენჭისყრა 20:00 საათზე და დაიხურა უბნები. სულ ხმა 52 100-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო ამომრჩევლების 52.3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება დარღვევებს, ოლქში სულ შემოსულია 15 საჩივარი. სხდომაზე კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა. არც ერთი უბნის ბათილობა არ დამდგარა, ყველა უბანი დახურულია და ხმების დათვლა მიდის", - აცხადებს ასანიძე.

























