საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ფოთში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ფოთში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში 32-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა და საარჩევნო პროცესი შეწყდა. 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდანაიას შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაირა. მისი განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა წინა ტურთან შედარებით მაღალი იყო.

კომისიის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი 22 447 ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 54,19%-ია.,,ყველა უბანი დაიხურა და მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.საოლქოში 9 საჩივარია შემოსული, უბნებზე კი 14 საჩივარი დაიწერა. მათი უმრავლესობა ადგილზე აღმოიფხვრა. დანარჩენებზე საოლქო კომისია იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს “, - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე როდონაიამ.