კახა კალაძე - საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები

საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები, -ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საპრეზიდენტი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას არ აღიარებენ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ლუსტრაცია მოხდა, ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას, განვითარებას.

„მათი განცხადებების შეფასებას ვერ გავაკეთებ, ეს არის დამარცხებული გუნდი და მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ ძალადობას, კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ სიძულვილს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ქვეყნის დაბრუნება წარსულში. მწარე და მძიმე გამოცდილება გვაქვს, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი მდგომარეობა იყო, ამიტომ უნდა ვიფიქროთ თუ როგორი საქართველო გვინდა, როგორ უნდა გავუკმლავდეთ გამოწვევებს, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მე როგორც დედაქალაქის მერმა რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თბილისი უკეთესი იყოს, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები. მათ დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა არავინ ზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებაში. თუმცა, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში. თუ იქნება გადაცდომა და რაიმე კანონსაწინააღმდეგო, რეაგირება იქნება შესაბამისი.

"ნაციონალური მოძრაობის" ლუსტრაცია მოხდა ფაქტიურად. ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას, განვითარებას. მათ სურვილი ჰქონდათ და ამაზე ღიად საუბრობდნენ, რომ ქვეყანაში გადატრიალება მოეწყოთ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ქართველი ხალხი არის ბრძენი და ყველაფერს ხედავს. შეიძლება ჩვენც გვქონდეს შეცდომები, მაგრამ დანაშაული არ ჩაგვიდენია. ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოგვარდეს",- განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მათი მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არასერიოზულია.

"ეს არის დესტრუქციული ძალა",- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: საერთოდ არ არის საინტერესო კრიმინალი სააკაშვილის განცხადებები - კალაძის პასუხი ოპოზიციის განცხადებებზე

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია