ძიანგსის პროვინციაში გამართულ ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საქართველოში ქურთუკების საწარმოს მშენებლობის დაწყების თაობაზე იმსჯელეს

საქართველოში ქურთუკების ქარხანა 2019 წელს აშენდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, საქართველოში ქურთუკების ქარხნის აშენების შესახებ, ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს. ფორუმში საქართველოს დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

ფორუმის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა და ტექსტილის საწარმოო ქალაქ კუნცინის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მოუწყვეს. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესზე, კერძოდ კი, საქართველოში ქურთუკების საწარმოს გადმოტანის შესახებ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმა დასახეს.

„საქართველო ჩინეთის სტრატეგიული და სანდო პარტნიორია. ძიანგსის პრვინციასთან კი განსაკუთრებული ურთიერთობები ყალიბდება. „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ჩვენ ვმსჯელობთ საინტერესო ბიზნეს პროექტების განცხორციელების დეტალებზე, მათ შორის ერთერთი სწორედ, ქურთუკების საწარმოა, რომელიც გრძელვადიანი მოლაპარაკებებისა და ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის შედეგია“, – განაცხადა კუნცინის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ვან სენ ფენმა.

ფონდის განცხადებით, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ძიანგსის პროვინციის ქალაქ კუნცინის სამკერვალო წარმოება დაათვალიერეს, რომელიც ჩინეთის ბაზრის 60%-ს ამარაგებს და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების შეკვეთებს ასრულებს. საწარმო ქალაქის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს. ტყიბულში ქალაქ კუნცინში მდებარე მსოფლიოში ცნობილი ქურთუკების სამკერვალო ფაბრიკის ანალოგი აშენდება. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ოფიციალურ ხელშეკრულებას ხელი გასულ თვეში მოეწერა.

„ჩვენ მალე დავიწყებთ ტყიბულში ანალოგიური ქარხნის მშენებლობას. ჩინური საწარმოს საქართველოში გადმოტანა ევროპის ბაზარზე გასვლის ერთადერთი კონკურენტული გზაა და ვფიქრობ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების გარანტიც. საქართველოში წარმოებული პროდუქციით ჩვენ მსოფლიოს ბაზარს მოვამარაგებთ. საწარმოში უკვე ვკერავთ 2019 წლის კოლექციას“, – განაცხადა კუნცინის საექსპორტო სამკერვალო წარმოების დირექტორმა ლიუ ჩანმა.

ფონდის ინფორმაციით, საქართველოში დამზადებული მსოფლიო ბრენდების ქურთუკები „მეიდ ინ ჯორჯიას“ სახელით საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდება. ტყიბულში საწარმოს მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება. ჩინეთში გადამზადების შემდეგ საწარმოში 300-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

ძიანგსის პროვინციაში საქმიანი ვიზიტით მყოფ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ