გიორგი ლომია - „პატრიოტთა ალიანსი“ იძულებული იყო მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის, ვინაიდან მისი ერთადერთი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო

იმ პერიოდში სხვა არჩევანი არ გვქონდა, ახლა მოვკითხოთ „ოცნებას“, რატომ დაგვაყენა ასეთი არჩევანის წინაშე. ეს არის “ოცნების“ ბრალი, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ იძულებული იყო მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის, ვინაიდან მისი ერთადერთი კონკურენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.

ლომიამ განმარტა, თუ რატომ არ ჰყავდა „პატრიოტთა ალიანსს“ საპრეზიდენტო კანდიდატი. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამ შემთხვევაში „პატრიოტთა ალიანსის“ და ზურაბიშვილის ხმები გაიყოფოდა და „ნაციონალური მორაობის“ კანდიდატი გამარჯვებას მოიპოვებდა.

„მე ყოველთვის ვეტყვი ხალხს, რომ იმ პერიოდში სხვა არჩევანი არ გვქონდა, ახლა მოვკითხოთ „ოცნებას“, რატომ დაგვაყენა ასეთი არჩევანის წინაშე. ეს არის “ოცნების“ ბრალი! ამას ვუპასუხებ ნებისმიერ ადამიანს, თუ სამომავლოდ დააშავებს ქალბატონი სალომე ან არ დააშავებს და ამას ვინმე ჩვენ დაგვაყვედრის“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს