„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიშის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშის წარდგენისას სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, რომელმაც განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან“ აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას ნინო ზამბახიძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც სოფლის მეურნეობაში არის და ფერმერთა განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„პრეზიდენტის ფონდიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებისთვის ტრეინიგების სერია, წიგნი „გზა ფერმერობამდე“ ყველა სოფელს და 30 ახალგაზრდა ფერმერის სწავლება კემბრიჯის კოლეჯში დაფინანსდა. „ბატონო პრეზიდენტო, ბატონო ელჩებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო დღეს აქ და ვსაუბრობდე იმ პროექტზე, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი იყო. ძირითადი მიმართულება, როდესაც ვსაუბრობდით ფერმერულ მეურნეობებზე იყო გამოწვევები და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. როდესაც ახალგაზრდა ფერმერები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ, სთხოვეს, რომ მათ განათლების კუთხით დახმარებოდა და მისცემოდათ საშუალება ევროპული განათლება მიეღოთ. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაიბეჭდა წიგნი „გზა ფერმერობამდე „ და წიგნი „მეცხოველეობის“ შესახებ. ამ პროექტს დავარქვით წიგნი ყველა სოფელს . ეს წიგნი არის ხელმისაწვდომი ყველა მუნიციპალიტეტში. მეორე მიმართულება იყო მოკლევადიანი ტრეინინგები დაწყებული მეფუტკრეობით , დამთავრებული ბიზნესის განვითარებით, რომელიც ახალგაზრდა ფერმერებმა გაიარა. ყველაზე დიდი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში არის განათლება და ჩემთვის ყველაზე საამაყოა, რომ 30 კემბრიჯის კოლეჯში სწავლობს დისტანციურად. გარდა განათლებისა, იყო პროექტი ქართულია და კარგია. ამ პროექტმა ფერმერებს მისცა მოტივაცია იმის, რომ ყველას ეწარმოებინა ქართული პროდუქტი. ეს ადასტურებს იმას, რომ თითოეულ ფერმერთან მიხვედით თქვენ -ქართულია და კარგია. პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა ფერმერმა თქვა : კარტოფილი მოყავს და ეს კაცი ჩვენიანი გახდებაო. ჰოდა ჩვენანს მინდა წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სარეზერვო ფონდის ანგარიშის ელექტრონული წიგნის პრეზენტაციაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს