ჰიზერ ნაუერტი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება გაერო-ში აშშ-ს ელჩად მუშაობის დაწყებას

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება გაერო-ში აშშ-ს ელჩად მუშაობის დაწყებას.

„სახელმწიფო მდივანო პომპეო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს გუნდში მუშაობა სახელმწიფო დეპარტამენტის კოლეგებთან ერთად. ის გზა, რომელიც თქვენთან ერთად გავიარე, ხაზგასმით აღნიშნავს აშშ-ს საერთაშორისო არენაზე ლიდერობის მნიშვნელობას. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას დავიცვა ამერიკელი ხალხის ინტერესები გაერო-ში აშშ-ს წარმომადგენლობაში, იმ შემთხვევაში თუ ჩემს დანიშვნას დაამტკიცებენ“, - დაწერა ჰიზერ ნაუერტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გაერო-ში აშშ-ს ელჩის პოსტზე ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურას წარადგენს, რომელიც ნიკი ჰეილის ჩაანაცვლებს. ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურა აშშ-ს სენატმა უნდა დაამტკიცოს.

2017 წლის 24 აპრილიდან ჰიზერ ნაუერტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის თანამდებობას იკავებს. აქამდე კი ტელეარხ Fox News-ის წამყვანი იყო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს