დავით ზალკალიანი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან.

როგორც „ინტრეპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხო და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და მისი მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობასა და ორგანიზაციის როლის გაზრდას.

მათივე ინფორმაციით, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და უსაფრთხოების გარემო, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო, მათ შორის ეუთო-ს მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატისადმი მხარდაჭერა და აღნიშნეს ამ პროცესში ეუთო-ს მონაწილეობის მნიშვნელობა, ისევე როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის როლსა და მისი მუშაობის განახლების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული მხარის აქტიურ თანამშრომლობას ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ქართულ მხარეს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ახალი პრეზიდენტის არჩევა, თავის მხრივ ქართულმა მხარემ აღნიშნა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის როლი და საქმიანობა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნა გაცემული.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა