ნინო ლომჯარია - ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის საქმეში საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე, რომლის შესწავლაც ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება

ამ საქმეში საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმის ყველა გარემოებას შეისწავლის და შესაბამისი დასკვნა ექნება.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ ყოველმხრივად შევისწავლოთ. აქ საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე, ასევე საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამიტომ ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ოჯახის წევრებთან და მას შემდეგ, რაც მათგან ყველა საჭირო ინფორმაციას მივიღებთ, შევისწავლით და გვექნება შესაბამისი დასკვნა. ია კერზაიას წერილში სავარაუდოდ, საუბარია პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნის დადგენაზე. ჩვენ, პირველ რიგში, გარემოებები უნდა შევისწავლოთ და შემდეგ გამოიკვეთება, რა ნიშნით დისკრიმინაციაზე იყოს საუბარი. ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა სახალხო დამცველისთვის,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო: ომბუდსმენი ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე - ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა სახალხო დამცველისთვის

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ