იურიდიული დახმარების სამსახურმა  „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“ 20-მდე შეხვედრა ჩაატარა

„იურიდიული დახმარების სამსახურმა“ „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“ 20-მდე შეხვედრა ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „იურიდიული დახმარების სამსახურიდან“ აცნობეს, მათი სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად იყვენენ ჩართული 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16-დღიან გლობალური კამპანიაში. ჩატარდა 20-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება, მათ შორის, საინფორმაციო-გასვლითი შეხვედრები, როგორც ქართულ, ასევე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, მულტირელიგიურ რეგიონებში, სასწავლო დაწესებულებებში.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა შეხვედრები თბილისის ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებთან, რადგან აუდიტორიის წევრთა უმრავლესობას წარსულში უშუალო შეხება ჰქონდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან. მათ მიერ დასმული კითხვებიც კონკრეტულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეყრდნობოდა. ბენეფიცირებმა აღნიშნეს, რომ შესაძლოა, ძალიან ბევრი დანაშაულის თავიდან არიდების საფუძველი გახდეს სამართლებრივი კონსულტაციის მიღება, ცოდნა იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი უფლებების სამართლებრივი დაცვა, რა დროს არის შესაძლებელი ცხელ ხაზზე დარეკვა, ვის უნდა მივმართოთ, თუ ვართ ძალადობის მსხვერპლი, ან სავარაუდო მსხვერპლი და ა.შ.

საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების მიერ წარდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზას, სტატისტიკურ მონაცემებს და ინფორმაციას სერვისების შესახებ. შეხვედრის მონაწილეთა ნაწილისთვის სიახლე იყო, რომ „იურიდიული დახმარების სამსახური“ უფასო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და სავარაუდო მსხვერპლებსთვის - მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად. აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომი გახდა 2018 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოს პარლამენტმა სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ მანდატი გააფართოვა“, -ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში .

მათივე განცხადებით, თითოეულ შეხვედრაზე დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით მომზადდა და სადაც მითითებულია ცხელი ხაზის ნომრები და მისამართები, თუ სად და ვის უნდა მივმართოთ, თუ ძალადობის ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით.

გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე მოსახლეობას ხაზგასმით მიეწოდა ყველა მესიჯი „ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგიიდან ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“, რომელიც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ შეიქმნა. აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში, ასევე აქტიურად იყო ჩართული სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურიც.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა - ეს მესიჯი გავრცელდება შეხვედრებზე, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები, მთელი მომდევნო წლის განმავლობაში, გლობალური კამპანიის დასრულების შემდეგაც ჩაატარებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო