საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მთავარი განხილვის თემა მიმდინარე წლის ბიუჯეტია, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეც ესწრება.
ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 8 მლნ ლარით იზრდება მიმდინარე წლის ხარჯვითი ნაწილი. ცვლილებები შეეხება მთავრობის სარეზერვო ფონდს, განათლების სამინისტროში სკოლების ინფრასტრუქტულ პროექტებს და სხვა.
უმრავლესობის სხდომა, საკანონმდებლო ორგანოში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"