მიხეილ სააკაშვილი - რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა - საქართველოს ხალხის ნებად უნდა გასაღდეს ის, რაც არ ყოფილა ხალხის ნება?

„რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? რა უნდა ვაღიაროთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით თავის მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში დაასკუპოს?,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილს სურს საქართველოს სიმბოლოდ გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა.

„როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ თურმე არჩევნების შედეგებს და ზოგიერთი ჩვენი ფორმალურად თანამებრძოლიც რომ ამბობს, რომ ახლა აზრი არ აქვს და ვაღიაროთ. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? რა უნდა ვაღიაროთ, რომ ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში დაასკუპოს? საქართველოს სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც არის ანტიქართულობის სიმბოლო? საქართველოს ხალხის ნებად უნდა გასაღდეს ის, რაც არ ყოფილა ხალხის ნება? ამიტომ დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამ არჩევნების ბათილად ცნობის სარჩელი შეიტანა სასამართლოში. რა თქმა უნდა, ამ სასამართლოს იმედი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ როგორც კი საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, პირველივე პროკურორი აღძრავს საქმეს, ყველა ეს თემა ამოიწევა და გაყალბებული არჩევნების შედეგები ბათილად იქნება ცნობილი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ