აკაკი ზოიძე - ინიცირებისთვის მზად არის ცვლილებები, რომლის მიხედვით, უფილტრო სიგარეტზე აქციზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზს გაუტოლდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ინიცირებისთვის მზად არის საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლის მიხედვით, უფილტრო სიგარეტზე აქციზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზს გაუტოლდება.

დეპუტატის განმარტებით, ამით აღარ იარსებებს ის ჩანაცვლებელი ეფექტი, რომ ფილტრიანი სიგარეტიდან უფილტროზე გადავიდნენ, რადგან ის უფრო იაფია.

როგორც ზოიძე აცხადებს, თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის თამბაქოს აქციზის მატებას აქვს დიდი მნიშვნელობა როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე თავად საქართველოში.

მისივე თქმით, 2024 წლამდე აქციზი მთლიანი ფასის 60% უნდა გახდეს, როცა დღეს 40%-ს არ აღემატება.

“იმის მიუხედავად, რომ 2017 წელს აქციზის მატება მოხდა, თამბაქოს ფასთან დაკავშირებით საქართველო დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. რეგიონეში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი გვაქვს. მხოლოდ სომხეთშია საქართველოზე დაბალი ფასი და ისიც იმიტომ, რომ ცდილობენ საქართველოში კონტრაბანდის სახით შემოიტანონ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატის შეფასებით, საქართველოს თამბაქოს მოხმარების კუთხით ეპიდემიის წითელ ხაზზეა და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.

პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელიც თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის კუთხით დაწესებული რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა