ბათუმში ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აზერბაიჯანის საკონსულოს ორგანიზებით, ბათუმში ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა. თორნიკე რიჟვაძემ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობასა და ამ კუთხით ჰეიდარ ალიევის მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გამორჩეულ პოლიტიკოსს ჰეიდარ ალიევს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში. მის სახელს უკავშირდება არაერთი ისტორიული პროექტის განხორციელება. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება,“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში