განათლების რეფორმის ფარგლებში პროექტი „ჩაერთე რაგბიში“ განხორციელდება

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის, განათლების რეფორმის ფარგლებში, პროექტი „ჩაერთე რაგბიში“ განხორციელდება, რომელსაც „ახალი სკოლის მოდელი“ გულისხმობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ამ მიმართულებით, 150-ე საპილოტე სკოლაში აქტივობები ერთი სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უწყების ინფორმაციით, რეფორმის ეს მიმართულება სპორტის მუდმივ, გრძელვადიან ჩართულობას გულისხმობს სასკოლო ცხოვრებაში და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება. ერთიან პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ცალკეული მიმართულებები საპილოტე სკოლებში უკვე ინერგება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის პილოტირება სკოლაში 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და მასში I-IV კლასების ყველა მოსწავლე და პედაგოგი იყო ჩართული.

მოსწავლეები სახალისო და უსაფრთხო ვარჯიში-თამაშებში იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას. საპოლოტე პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლობით განხორციელდა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, სასკოლო კულტურის განვითარებას და სწავლა-სწავლების პროცესის გამრავალფეროვნებას ისახავდა მიზნად. პროექტის დასასრულს, სკოლაში შიდა სასკოლო სპორტული ფესტივალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, თამაშებში სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და მშობლებიც მონაწილეობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა