სოსო ცინცაძე - სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო,  სანამ ზუგდიდის მე-6  სკოლის დირექტორის საქმეზე გამოძიება არ დასრულდებოდა, ინაუგურაციისგან თავს შევიკავებდი

სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, სანამ გამოძიება არ დასრულდება და არ გაირკვევა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების მიზეზი რა გახდა, მე ყოველგვარი ინაუგურაციისგან თავს შევიკავებდი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა სოსო ცინცაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას სკოლის დირექტორის გარდაცვალებამ ჩრდილი უკვე მიაყენა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინაუგურაციის პარალელურად დაგეგმილი აქცია მას „ხასიათს გაუფუჭებს“.

„შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე უფრო ადეკვატური მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყოს. რასაკვირველია, ლოზუნგი, რომ არა სალომე, არამედ ვაშაძეა პრეზიდენტი, ვერაფერს შეცვლის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ზურაბიშვილს ხასიათს გაუფუჭებს და მის პრეზიდენტობას ჩრდილს მიაყენებს. ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალებით მის გაპრეზიდენტებას ჩრდილი უკვე მიადგა. ყოველ შემთხვევაში, გარდაცვლილის ახლობლებსა და ბევრს სჯერა, რომ ეს მსხვერპლი ზეწოლასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას მოჰყვა. თანაც ის, რომ ამ არჩევნებმა რეკორდულად ბევრი შეკითხვა დატოვა, რასაკვირველია, საჩუქარი არ არის „ოცნებისა“ და ზურაბიშვილისთვის. მე პირადად, ზურაბიშვილის ადგილზე უფრო მეტ თავმდაბლობასა და უბრალოებას გამოვიჩენდი - ინაუგურაციის, შემდეგ წინანდალში 500-600 კაციანი ქეიფის დრო მგონი არ არის, მითუმეტეს, რომ ქვეყანაში შიმშილია, ყველაფერ დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვათ.

სანამ არ გაირკვეოდა, მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების მიზეზი მართლა იყო თუ არა განათლების სამინისტროს წარმომადგენლების დაშინება, იძულება და მუქარა, მანამდე, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, ყოველგვარი ინაუგურაციისგან თავს შევიკავებდი“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს