ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს ზურაბ მიქაძის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.
ამის შემდეგ ბრალდებულები საბოლოო სიტყვით, შედეგ კი მხარეები რეპლიკებით ისარგებლებენ.
სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი, ერთ-ერთ ბრალდებულს, ზაზა ბაქრაძეს გაუფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება.
დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილი სათათბიროდ გავა.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.
ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"