„ნაციონალური მოძრაობა“ თელავში აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობა“ თელავში, აქციის გამართვის ადგილის შეცვლას არ გეგმავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა განუცხადა.

„როცა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ ვიცოდით, რომ იმ ადგილას, სადაც აქციის გამართვას ვაპირებდით, არაფერი იგეგმებოდა. ეს დადასტურდა კიდეც მერიის პასუხით, რომელიც გუშინ მოგვივიდა. ის ადგილი, რომელსაც მერია გვთავაზობს, ყოვლად მიუღებელია, რადგან ეს არის ვიწრო ქუჩა და ძალიან არის მოშორებული ტერიტორიიდან, სადაც ჩვენ გვინდოდა აქციის გამართვა. წერილში წერია გაუგებარი რამ, რაც მერიის კომპეტენციაში არ შედის, რომ ის ადგილი, სადაც აქცია უნდა გაგვემართა, გამოყენებული უნდა იქნას მიმდებარე ტერიტორიის დაცვისთვის. მივმართავთ მერს და ხელისუფლებას, ჩვენ ვაპირებთ, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გავმართოთ ზუსტად იქ, სადაც თავიდან მოვითხოვეთ. პროცედურა ითვალისწინებს, რომ ამ შემთხვევაში აცნობო მერიას, ჩვენ ასეც გავაკეთეთ, ვაცნობეთ საპატრულო პოლიციას, მერიას, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, რომ აქცია გაიმართება იქ, სადაც იგეგმებოდა. პირიქით, მოვუწოდებთ მათ, რომ უზრუნველყონ სიმშვიდე. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიან მანიფესტაციას“, - განაცხადა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში აქციის გამართვაზე უარი ეთქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ადასტურებს. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ადგილის ნაცვლად, მათ მერიამ სხვა ადგილზე შესთავა აქციის გამართვა.

16 დეკემბერს, თელავში ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია