პაატა დავითაია - სამწუხაროა, რომ რუსულ ნარატივში ჯდებოდა ზურაბიშვილის განცხადებებიც, თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ ეს ყველაფერი გააქარწყლა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებების დროს, ქართულ მხარეს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა პაატა დავითაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ რუსულ ნარატივში ჯდება სალომე ზურაბიშვილის განცხადებები.

„რეალურად ვნახეთ, რომ რუსული მხარის მოქმედებები ოსურ მხარესთან ერთად სარჩელების მომზადებაზე ჩაუვარდათ. სალომე ზურაბიშვილი კი აბრალებდა ქართულ მხარეს მძინარე ცხინვალის დაბომბვას. ამ ფონზე სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში ქართულ მხარეს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია. ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებად იქნება გამოყენებული ეს ჰააგის სასამართლოში. სამწუხაროა, რომ რუსულ ნარატივში ჯდებოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც, თუმცა საბედნიეროდ, სტრასბურგის სასამართლომ ეს ყველაფერი გააქარწყლა",- განაცხადა პაატა დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო: "გაერთიანებული ოპოზიცია" - ქართული ოცნების გეგმა ჩავარდა, სტრასბურგმა დაადგინა, რომ საქართველოს 2008 წელს დანაშაული არ ჩაუდენია

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება