დღეს, 11:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
„დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 15 დეკემბერს, 11:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება, სადაც საახალწლო სოფელი მოეწყობა.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"