გიორგი ვაშაძე -  მივდივართ რუსთაველზე, სადაც ჩვენი თანამოაზრეები არიან და იქ  გვექნება მსჯელობა, სადაც  ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას

ჩვენ ახლა აქედან მივდივართ რუსთაველზე, სადაც ასევე ჩვენი თანამოაზრეები არიან და იქ უკვე გვექნება საერთო მსჯელობა, სადაც ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გომბორის გზაზე მხარდამჭერებთან ერთად მისვლის შემდეგ განაცხადა.

ჩვენ აქ უბრალოდ გვინდოდა, ყველა ორგანიზაციულად შევკრებილიყავით, მაგრამ ვერ გავიგეთ, ამდენი სპეცრაზმი და პოლიცია აქ რისთვის დააყენეს, ცოტა უცნაურია. ჩვენ

ახლა აქედან მივდივართ რუსთაველზე, სადაც ასევე ჩვენი თანამოაზრეები არიან და იქ უკვე გვექნება საერთო მსჯელობა, სადაც ჩამოვაყალიბებთ სამოქმედო გეგმას, განცხადებებს.

ვფიქრობ, რომ რაც დღეს მოხდა, ეს არის იმ ფარდის სრული ჩამოხსნა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. მათ აბსოლუტურად უკანონოდ შეგვიშალეს ხელი მშვიდობიან აქციაში, აბსოლუტურად უკანონოდ ჩახერგეს გზა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ის გამოეხმაურა გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ პასუხისგებაში მისაცემი თავად შს მინისტრია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს