11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის საქმეზე - დღეს უნდა დასრულდეს ორი რამ: სპეკულაცია შემთხვევით გარდაცვლილი ადამიანით და ოჯახის მიერ ამ თემით ვაჭრობა

ველოდები დღეს სამართლიანი სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას, სადაც უდანაშაულოდ ვიქნები აღიარებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა, ბრალდებულმა გურამ დონაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ბუტა რობაქიძის ოჯახმა უნდა დაასრულოს აღნიშნული თემით სპეკულირება.

"ორი რაღაც უნდა დასრულდეს დღეს - ეს არის სპეკულაცია უბედური ტყვიით და შემთხვევით გარდაცვლილი ადამიანით. უნდა დაასრულოს მისმა ოჯახის წევრებმა სპეკულაცია, პოლიტიკური ვაჭრობა ამ თემით. უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე ადამინების უდანაშაულოდ ციხეში ჩასმა. მე ველოდები დღეს სამართლიანი სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას, სადაც უდანაშაულოდ ვიქნები აღიარებული, რადგან დაჭრილი ამირან რობაქიძე მე არ გამიცოცხლებია, იარაღები, რომლებიც იქ ჩანს, მე არ მიმიტანია და არ არსებობს არცერთი მოწმე, რომელსაც აქვს ნათქვამი სასამართლოში, რომ ჩემი რაიმე უკანონო დავალება აქვს შესრულებული შემთხვევის ადგილზე", -განაცხადა დონაძემ.

რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დღეს განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია