ბუტა რობაქიძის საქმეზე, ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსი, ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ამასთან, მისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დააკმაყოფილა.

ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ზაზა ბაქრაძეს სახელმწიფო ბრალდება ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვას ედავებოდა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს