რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი გაიმართა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისა და იარაღის, საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე საქმის მეორე ეპიზოდზე, კერძოდ იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვაზე ბრალდების მხარის მოწმეები - ექსპერტები დაიკითხნენ.

როგორც გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამოღებული იარაღი კი ჭანტურიას სახლში ,,ჩადებულია" და მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნის.

,,ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ არც სამ ავტომატზე და არც 20 მჭიდზე ჭანტურიას არანაირი კვალი არ ამოსულა და რაღაც ერთ მჭიდზე არის თითქოს გიორგი ჭანტურიას ხელის კვალი. ეს ნიშნავს, რომ იარაღები და ტყვიები, რაზეც გიორგი ჭანტურიას ბრალი აქვს წარდგენილი, არის ჩადებული. პროცესზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მოგეხსენებათ, რომ ამ საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულებები, გიორგი ჭანტურიას მიმართ, არ არსებობს და აი ის ფაბულა, რაც ბრალდებას სურს წარმოადგინოს და მოწმეთა ჩვენებებით შეკრას, თითქოს გიორგი ჭანტურია და სამსონ ქუთათელაძე მარტონი იმყოფებოდნენ ოფისში და სხვა იქ არავინ არ ყოფილა, ესეც ვერანაირად ვერ დასტურდება. მეტიც, ბაზრობის დაცვის თანამშრომლებთან ჩნდება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ბაზრობის ადმინისტრაციის მიმართ ჩნდება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რომ ისინი ხომ არ იყვნენ ჩართულნი სამსონ ქუთათელაძის სიცოცხლის ხელყოფაში, იქედან გამომდინარე, რომ მათი ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და მათი ქცევა არის უაღრესად საეჭვო", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბექა ბასილაიამ.

პროკურორ ლევან ჯალაღანიას მტკიცებით კი, იარაღზე აღმოჩენილია გიორგი ჭანტურიას ხელის კვალი, რაც იმას ადასტურებს, რომ ამოღებული იარაღი მას ეკუთვნის.

„დღეს დაიკითხნენ ექსპერტები, რომელთაც დაადასტურეს ერთის მხრივ ის, რომ გიორგი ჭანტურიას სახლიდან ამოღებული ავტომატები და საბრძოლო ვაზნები მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას და საბრძოლო მასალას. ამის გარდა მოწვეული იქნენ დაქტილოსკოპიური ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გიორგი ჭანტურიას სახლიდან ამოღებულ იარაღზე და საბრძოლო მასალაზე დადასტურდა და ამოვიდა გიორგი ჭანტურიას ხელის კვალი, რაც შესაბამისად მიუთითებს იმ ვერსიას და იმ ბრალდების ფორმულირებას, რომელიც წარედგინა გამოძიების ეტაპზე გიორგი ჭანტურიას და დასტურდება, რომ ის ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს სახლში. კონკრეტული სათავსოდან ბუნებრივია ამოღებულ იარაღზე ზოგზე ამოვიდა გიორგი ჭანტურიას ხელის კვალი და ზოგზე არა, ბუნებრივია ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჭანტურია სახლში ინახავდა ყველა იმ საბრძოლო მასალას", - განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს, რუსთავში მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. ჩხრეკის შედეგად სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. გიორგი ჭანტურიას ბრალად გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა წაუყენეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა