გიორგი ონიანი პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლას ითხოვდა, რაზეც უარი ეთქვა

„ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებულმა წევრმა, ადვოკატმა გიორგი ონიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართა, თუმცა საბჭომ ონიანს შინაპატიმრობაზე უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ონიანის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა.

"გიორგი ონიანი აკმაყოფილებდა აბსოლუტურად ყველა იმ კრიტერიუმს, რაც ამ საბჭოს დებულებით და პატიმრობის შესახებ კანონით არის გათვალისწინებული. მას აუცილებლად უნდა შეხებოდა შინაპატიმრობა, მაგრამ ამ საბჭომ ცალსახად ტენდენციურად და უკანონოდ იმსჯელა და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მოსახდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლაზე გიორგი ონიანს", -აცხადებს ბასიალია.

როგორც ის აღნიშნავს, საბჭოს ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რასაც ადვოკატი გაასაჩივრებს.

"ჩვენ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში უახლოეს დღეებში ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრებთ. რაც შეეხება საბჭოს პოზიციას, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რამდენადაც ამავე საბჭოს არაერთი ნასამართლევი პირისთვის შეუცვლია შინაპატიმრობით სასჯელი. ამავე საბჭოს, ნარკოტიკების რეალიზაციაზე მსჯავრდებული პირებისთვის შეუცვლია სასჯელი. ამავე საბჭოს ქრთამის ბრალდებით გასამართლებული პირებისთვის აქვს შინაპატიმრობით სასჯელი შეცლილი. ამ დროს, გიორგი ონიანის სასჯელის შეცვლაზე უარის თქმა სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონოა", - აღნიშნავს ონიანი.

გოგა ონიანს საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ონიანს ოთხივე ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

საქართველოს პროკურატურა გიორგი ონიანს შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2011 წელს ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და "ნარკოტიკული საშუალების ჩადებით", მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ონიანმა ამავე სცენარით დააკავა ქართული ოცნების კიდევ ერთი მხარდამჭერი ლევან მდინარაძე, მეტსახელად დიჯეი რემბო.

მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აქედან ონიანს მოსახდელი ერთ წელზე ნაკლები დარჩა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი ონიანს პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარი ეთქვა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს