ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად, 21, 22, 23 დეკემბერს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალს გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიდან აცნობეს, ღონისძება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

„თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 21 დეკემბერს ოფიციალურად 13:00 საათზე გაიხსნება და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ტრადიციულად ამჯერადაც დააჯილდოებს წლის ბესტსელერ გამოცემებს შემდეგ ოთხ ნომინაციაში:

1. თანამედროვე ქართველი ავტორის წიგნი;

2. ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი;

3. საბავშვო წიგნი;

4. Nonfiction (დოკუმენტური პროზა).

გარდა ამ ოთხი ნომინაციისა, ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ასევე, დაჯილდოვდება სამი ადამიანი ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის“, - ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის საელჩო საქართველოში. ფესტივალის მედიაპარტნიორები არიან „პალიტრა მედია“ და „ტაბულა“.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება